fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის გავრცელება: საბერძნეთში 43 ადამიანი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ტარდება შემოწმებები, რამდენად კარგად იცავენ კაფეების, სალონების და სხვადასხვა ბიზნესების მფლობელები სახელმწიფოს მითითებებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ მრავალი დარღვევა გამოავლინა.

გაცემული ბრძანების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაკეტილი უნდა იყოს რესტორნები, კაფე-ბარები, სალონები, ტავერნები…

პოლიციამ, 12 მარტიდან მოყოლებული დღემდე, დააკავა 45 ადამიანი აღნიშნული კანონდარღვევისთვის. დაფიქსირდა, რომ რამდენიმე რეგიონში სალონები, კაფე-ბარები და სასწავლო დაწესებულებები მუშაობდა.

კერძოდ, დაკავებები განხორციელდა შემდეგ ტერიტორიებზე:

(12) ატიკაში
(6) დასავლეთ საბერძნეთში
(6) თესალიაში
(5) დასავლეთ მაკედონიაში
(5) აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში
(3) კრეტაზე
(3) სამხრეთ ეგეოსში
(2) პელოპონისოში
(2) ეპირუსში
(1) თესალონიკში.

onalem

ტესტ