fbpx
საბერძნეთი

კარანტინი იანვრის ბოლომდე?! რას განიხილავს საბერძნეთის მთავრობა?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობას ეპიდმდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, რომ იანვრის დასაწყისში ზომების მოხსნის საკითხი განიხილოს.

კერძოდ, ექსპერტთა მკაცრი რეკომენდაციაა, რომ შემზღუდველი ზომები გაგრძელდეს იანვრის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ გადაადგილების აკრძალვა და კარანტინის პირობები 2021 წლის პირველ თვეში, სავარაუდოდ, მოქმედებაში იქნება.

გარდა ამისა, შესაძლოა მთავრობამ იმოქმედოს იმ პრინციპით, რომლითაც ახლა მუშაობს. ჩაკეტოს ყველაფერი იქ, სადაც იქნება ურთულესი მდგომარეობა და გაცილებით შეამსუბუქოს სტაბილური ვითარების მქონე ტერიტორიებზე.

ამ ეტაპზე, როდესაც გაიხსნა წიგნების მაღაზიები და სილამაზის სალონები, დასავლეთ ატიკასა და კოზანში, მდგომარეობის გართულების გამო, მათ მუშაობა კვლავ შეწყვიტეს. შესაბამისად, იანვრის თვეში მოსალოდნელია ზუსტად იგივე გეგმის განხორციელება პერიოდულად.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი საბერძნეთში 27 დეკემბერს დაიწყება და მანამდე, სანამ მოსახლეობა იმუნიტეტს გამოიმუშავებს, საკმაოდ ბევრი თვეა, შესაბამისად, ვაქცინის არსებობა არ ნიშნავს მოდუნებასა და ზომების ჰორიზონტალურ მოხსნას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსახლეობის 70% გაიკეთებს ვაქცინას, შესაძლოა იმის თქმა, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.

onalem

ტესტ