fbpx
საბერძნეთი

“ყველა ვინც არ აიცრება, დაინფიცირდება დელტა შტამით, ეს ნათელია!” – ვანა პაპაევანგელუ

პროფესორებმა, ვანა პაპაევანგელუმ და გიგას მაიორკინიმ, გუშინდელი გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე ეპიდემიოლოგიური ტვირთი გაზრდილია, მაგრამ ბოლო ორი კვირის მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ შეინიშნება ერთგვარი სტაბილიზაცია.

პაპაევანგელუმ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გაიკეთონ თვით-ტესტირება კიდევ ერთხელ და მოერიდონ კონტაქტში შესვლას მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებთან.

“ძალიან გთხოვთ, რომ კუნძულებიდან დაბრუნების შემდეგ მოერიდოთ მოხუცებულებთან კონტაქტს. განსაკუთრებით მაშფოთებს ფაქტი, რომ მათი ვაქცინაციის ტენდენცია უკვე დიდი ხანია არ უმჯობესდება. 

ველით, რომ მომავალი ზამთარი იქნება გაცილებით უკეთესი. ვცდილობთ, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ინფიცირებულთაგან ვაქცინირებული მხოლოდ 5,2%-ია, რაც უკიდურესად მცირე რიცხვია. 

ვაქცინაცია არის უმნიშვნელოვანესი საშუალება და მიზანი სწორედ მასობრივი იმუნიტეტის აშენება რჩება. ვინც არ აიცრება, აუცილებლად დაინფიცირდება დეტლა შტამით. ეს ყველაფერი ნათელია,” განაცახდა პაპაევანგელუმ.

გიგას მაიორკინიმ კი აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ვირუსს ავრცელებენ, ვინაიდან ისინი აქტიურად გადაადგილდებიან და აქვთ ხშირი კონტაქტი სხვა ადამიანებთან, ეს ყველაფერი უკვე იწვევს ზეწოლას საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაზე.

 

onalem

ტესტ