fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: გემის კაპიტანი მგზავრთა გადამეტებული რაოდენობის გადაყვანისთვის დააკავეს

ყველასთვის კარგად არის ცნობილი გემის სახეობა, Sea Jets, რომელიც განსაკუთრებული სისწრაფით მოძრაობს და საბერძნეთში ყოველდღიურად ათობით მარშრუტს ასრულებს.

ირკვევა, რომ მიკონოზე ერთ-ერთი ასეთი გემის კაპიტანი დააპატიმრეს. მან დაუშვა, რომ ბორტზე ასულიყო გაცილებით მეტი მგზავრი, ვიდრე ეს კანონით არის დაწესებული.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დასაშვებია, რომ ბორტზე იმყოფებოდეს მგზავრთა 80%, ამ გემის შემთხვევაში 430. სინამდვილეში კი იმგზავრა 482-მა მგზავრმა, რაც დასაშვებზე გაცილებით მეტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიკონოს პორტის ხელმძღავნელობამ დაიწყო ადმინისტრაციული სანქციების დაწესების პროცესი.

 

onalem

ტესტ