fbpx
საბერძნეთი

დღეს, 17 ნოემბერს, 6.000-მდე პოლიციელი ათენის ცენტრში და გართულებული გადაადგილება – იკეტება მეტროსადგურებიც

დღეს, 17 ნოემბერს, “პოლიტეხნიოს” სტუდენტური აჯანყების 49-ე წლისთავია და ტრადიციულად, დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ათენის ცენტრში მობილიზებული იქნება 6.000-მდე პოლიციელი და დრონები.

როგორც უკვე ცნობილია, დღეს ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ხალხის მსვლელობის გამო ისინი დაიკეტება და ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს მოუწევთ, რომ შეცავლონ საკუთარი მარშრუტები.

ამას გარდა, 15:00 საათისთვის დაიკეტება მეტროსადგური “მეღარო მუსიკის”, ხოლო 16:30 საათისთვის დაიკეტება “სინდაღმა” და “ევანგელისმოს”.

დღეს “პოლიტეხნიოსთან” პატივის მისაგებად მივიდა საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუც.

onalem

ტესტ