fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ტემპერატურის მატება მომდევნო დღეებში

მომდევნო დღეებში საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. ამავე დროს, მოსალოდნელია ჩრდილოეთის ძლიერი ქარი, რომლის ძალაც ბუფორტის სკალით 8 ბალს შედგენს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში კი მოსალოდნელია წვიმა.

კვირას, 2017 წლის 23 ივლისს, ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსს მიაღწევს.

წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცენტრალური და აღმოსავლეთ მაკედონიის მთიან ნაწილში.

ორშაბათი, 2017 წლის 24 ივლისი

ტემპერატურა  37-40 გრადუსებს შორის იქნება თრაკიაში, ცენტრალურ მაკედონიაში, კრეტას ცენტრსა და აღმოსავლეთ ნაწილში. დოდეკანესის კუნძულებზე 40 გრადუსი დაფიქსირდება.

სამშაბათი, 2017 წლის 25 ივლისი

ჰაერი ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, ატიკასა და კრეტას ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში 40 გრადუსამდე გათბება.

ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით ოთხშაბათს, 26 ივლისს დაეცემა.

onalem

ტესტ