სად შეიძლება საბერძნეთში საჰარას დიუნების ნახვა?

თუ თქვენ თავგადასავლების მოყვარული ხართ და უდაბნოს ხილვის სურვილი გაქვთ, საჭირო არ არის ამისთვის აფრიკაში წახვიდეთ. მსგავსი ეგზოტიკის ხილვა საბერძნეთში, კუნძულ კორფუზეც შეგიძლიათ.

ეს ჯადოსნური კუნძული სავსეა კონტრასტული პეიზაჯებით: მდიდარი ფლორა, ლურჯი კამკამა წყალი, პრესტიჟული ვილები, მშვენიერი უძველესი ქალაქი, ვენეციური არქიტექტურა, არაჩვეულებრივი სამზარეულო და უამრავი ისტორიული ღირშესანიშნაობა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კორფუზე ულამაზეს სანაპიროებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პლაჟი , სახელად ”ისოსი” მდებარეობს. აქ გადაჭიმულია საჰარას მსგავსი ოქროსფერი ქვიშები, რომელიც თქვენში აუცილებლად გამოიწვევს აღტაცებას.

loading...

melano

ტესტ