fbpx
საბერძნეთი

13 მარტს “სამარხვო კალათის” პრემიერა საბერძნეთში – ლაგანას ფასი წელს 3,70 ევრომდე იქნება

როგორც განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, საბერძნეთში “სამარხვო კალათი” ძალაში შედის ოთხშაბათს, 13 მარტს და მოიცავს სამარხვო პროდუქტებს. აღნიშნული კალათის მიზანია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინოს მარხვის პერიოდში კონკრეტული საკვები ხელმისაწვდომ ფასად.

როგორც ტელეკომპანია Mega იუწყება, წელს სამარხვო სუფრა გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე იყო 2023 წელს, მაგალითისთვის ხალვის ფასი გაზრდილია 46,2%-ით, გასულ წელთან შედარებით, სალათებზე კი, ფასი გაზრდილია 120%-ით.

ამ პროდუქტებზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი არის ზეთის უკიდურესი გაძვირება, რომლის ფასიც გასული წლის თებერვალთან შედარებით მომატებულია 63,7%-ით.

რაც შეეხება ლაგანას, რომელიც “სუფთა ორშაბათის” განუყოფელი ნაწილია, მისი საფასური თუ გასულ წელს 3-3,50 ევრო იყო, წელს იქნება 3,15 ევროდან 3,70 ევრომდე. შესაბამისად, ზრდა 5%-ს არ გადააჭარბებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მომატებულია სეზამის ფასიც.

onalem

ტესტ