სასტიკი ჩხუბი ჟურნალისტებს შორის ტელეკომპანია ERT-ში – ორივე მათგანი საავადმყოფოშია

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ERT-ის ორ ჟურნალისტს შორის სასტიკი ჩხუბი მოხდა.

როგორც ცნობილია, ისინი სპორტულ განყოფილებაში მუშაობენ და თავდაპირველად კამათით დაიწყეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ტონს ზედმეტად აუწია.

შეკამათება მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ისინი ამით არ შემოიფარგლნენ და ერთმანეთს ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ.

ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველ რიგში დაზიანებები შეუმოწმდებათ. თუმცა, გარდა, ჯანმრთელობისა, როგორც ჩანს, ამის დაფიქსირება მომავალში სარჩელის შესატანადაც სჭირდებათ.

melano

ტესტ