fbpx
საბერძნეთი

ათენის აეროპორტიდან მომავალმა მატარებელმა წითელ შუქნიშანზე გაიარა – უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ

ტემპის ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთში სარკინიგზო საშუალებებით გადაადგილება მოსახლეობისთვის, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ ვარიანტად იქცა. უსაფრთხოება, როცა მატარებელში ვსხედვართ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ცხადია, გარისკვა, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება, არავის სურს.

სამწუხაროდ, ტემპიდან 1 წლისა და რამდენიმე დღის შემდეგ ჯერ იმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ათენში ორი მატარებელი კინაღამ ერთმანეთს შეეჯახა და ინციდენტი, ფაქტობრივად, სასწაულით აირიდეს თავიდან, ახლა კი, ვრცელდება ცნობები მორიგი ინციდენტის შესახებ, რომელიც ისევ ათენში მოხდა.

კერძოდ, აეროპორტიდან მენიდის მიმართულებით მგზავრებით სავსე მატარებელი მოდიოდა და მემანქანემ წითელი შუქნიშანი დაარღვია. ეს ნიშნავს, რომ წითელზე გაიარა და არსებობდა რისკი რაიმეს შეჯახებოდა.

არსებული ცნობებით, მომხდარის შესახებ ისევ თავად მძღოლმა შეატყობინა შესაბამის განყოფილებას და მომხდარი ადგილობროივ დონეზე გამოიძიეს.

onalem

ტესტ