fbpx
საბერძნეთი

“ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, დამშვიდდეს, ამჯერად უნდა მოუსმინოს” – კირიაკოს მიცოტაკის

“ათენი მთლიანად არის დაცული დასკვნის პროექტით, რომელიც ცალსახად ითხოვს თურქეთისგან, შეწყვიტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება და ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით, დაუბრუნდეს დეესკალაციის პროცესს.

იმედი მაქვს, რომ თურქეთი ამჯერად მოუსმენს ევროკავშირს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, რომ რეგიონში თვეების მანძილზე წარმოქმნილი დაძაბულობა შემცირდეს. 

რაც შეეხება უკრაინისა და მოლდოვის საკითხს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეს არის აშკარა პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. უკრაინას სრული უფლება აქვს მოითხოვოს ევროპული ოჯახის წევრობა. 

ევროპული ეკონომიკა ინფლაციის სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ უკვე განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეროვნული გეგმა, რაც მოიცავს ელ. ენერგიის სუბსიდირების პროგრამას, ტექნიკის შეცვლის პროგრამას და გადასახადების შემცირების პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობას კრიზისით წარმოქმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს,” განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ბრიუსელიდან.

onalem

ტესტ