fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: თითოეული მაღაზია, რომელიც ხვალიდან არ გაიხსნება, მთავრობას 5.000 ევროს სთხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული მაღაზია, რომელიც საბერძნეთში ხვალიდან არ გაიხსნება, მთავრობას, კომპენსაციის სახით, 5.000 ევროს გადახდას სთხოვს.

როგორც უკვე ცნობილია, ექსპერტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 5 აპრილიდან თესალონიკში, ახაიასა და კოზანში მაღაზიები არ გაიხსნას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

აღნიშნულ ცვლილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, რომლებიც იმასაც კი ამბობდნენ, რომ რაც უნდა გამოაცხადოს მთავრობა, ისინი მაღაზიებს გახსნიან და ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

საბერძნეთის პრემიერს, კირიაკოს მიცოტაკის, უკვე გაეგზავნა ოფიციალური წერილი ცენტრალური და დასავლეთ მაკედონიისა და დასავლეთ საბერძნეთის რეგიონალური გუბერნატორების მიერ მოთხოვნით, რომ თითოეულ ბიზნესს გადაეცეს 5.000 ევრო, კომპენსაციის სახით.

 

onalem

ტესტ