fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“მინდა ვიპოვო ის, ვინც ჩემს შვილს გულში დანა ჩაარტყა” – 22 წლის ბიჭის მამა

თესალონიკში, კერძოდ კალოხორის სკვერში მომხდარმა მკვლელობამ მთელი საბერძნეთი შეძრა. გარდაცვლილია 22 წლის ბერძენი ბიჭი, პანაიოტი ალევრა, რომელიც დანით გულის არეში დაჭრეს.

მას და მის მეგობერებს სხვა ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოვუვიდათ, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და პანაიოტი მძიმედ დაიჭრა. სისხლმდენი ჭრილობით ის 10 მეტრის მოშორებით, მეგობრის მანქანამდე მიიყვანეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდნენ, სადაც 22 წლის ბიჭმა სული განუტევა.

პანაიოტის მამა, ანტონი ალევრა პოლიციისგან მკვლელის დაუყოვნებლივ პოვნას ითხოვს.

“ვერ დავიძინებ, სანამ არ ვიპოვი მას, ვინც ჩემს შვილს გულში დანა ჩაარტყა. როცა დანას გირტყამენ, ვეღარ ცოცხლობ. ის ახალგაზრდა იყო და არაფრის ეშინოდა… ჩემი შვილი არაჩვეულებრივი ვაჟკაცი იყო და ახლა ის მკვდარია… რაც მე ნამდვილად მინდა, არის ის, რომ ვიპოვო ის, ვინც მას გულში დანა დაუნდობლად ჩაარტყა. ვინც დაღუპა მთელი ჩემი ოჯახი… რათა სამართალმა იზეიმოს…”

პოლიციამ სულ 9 პირი დააკავა. მათგან ბოლო დაკვებული 14 წლისაა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ დამნაშავე 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდაა.

8 დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, გასაჩივრების საფუძველზე, ისინი ამჟამად გათავისუფლებულები არიან.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

onalem

ტესტ