fbpx
საზოგადოება

კადრები თესალონიკიდან: 150-მდე ადამიანი ქუჩაში კოქტეილებს მიირთმევდა

თესალონიკიდან გავრცელებული კადრები ნამდვილად შემაშფოთებელია. ზომების შედარებით შემსუბუქების პირველივე დღეს ქუჩებში დიდი რაოდენობის ხალხი გამოვიდა და გარდა იმისა, რომ დღის მანძილზე აქტიურად გადაადგილდებოდნენ, საღამოს საათებში სწრაფი კვების ობიექტებთან შეკრიბნენ და ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმევდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სიტუაციაში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო და ოფიცრები მათ ზრდილობიანად მოუწოდებდნენ დისტანციის დაცვისა და დაშლისკენ.

საუბარია დაახლოებით 150-მდე ადამიანზე, რომელიც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე იყო შეკრებილი. მათმა უმეტესობამ არ მოისმინა რეკომენდაციები და ადგილზე დარჩა.

onalem

ტესტ