fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, საბავშვო ბაღებიდან აძევებენ

სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება, საბავშვო ბაღებში არ დაიშვებიან ბავშვები, რომელთა მშობლებიც უარს განაცხადებენ, მოხდეს მათი შვილების ვაქცინაცია,ბავშვთა სხვადასხვა ცნობილ დაავადებებზე.

ირკვევა, რომ დაფიქსირდა ერთი-ერთი საბავშვო ბაღიდან არასრულწლოვნის გაძევების ფაქტი, რადგან მისმა მშობელმა უარი განაცხადა, გაეკეთებინა მის შვილს აცრა კონკრეტულ დაავადებებზე (ყბაყურა, ჩუტყვავილა და ა.შ.) აღნიშნულმა მშობელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსთხოვა გაუქმებულიყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის 14 იანვარს.

მისი თქმით, საბავშვო ბაღი ბავშვის სოციალიზაციაში უმთავრეს როლს ასრულებს და აუცილებელი არ არის, რომ მოქმედებდეს მსგავსი მკაცრი ზომები, ვინაიდან აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას, ფაქტობრივად, აღარ აქვს შესაძლებლობა იაროს საბავშვო ბაღში.

მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ მშობლის მოთხოვნა უარყოფილ იქნა და მუნიციპალიტეტმა სრულიად კანონიერად მიიჩნია ბავშვის ბაღიდან გაძევების ფაქტი, ვინაიდან მშობელმა უარი თქვა მის ვაქცინაციაზე.

 

onalem

ტესტ