fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 12 წლის ბიჭი ონლაინ გაკვეთილს ქუჩიდან ესწრება, რადგან სახლში ინტერნეტი არ აქვს

12 წლის ბიჭი, ამალიადადან, რომელსაც სახლში ინტერნეტის პრობლემა აქვს და კომპანიის თანამშრომელთა მოლოდინშია, რომ პრობლემა მოაგვარონ, დროს არ კარგავს და ქუჩიდან ესწრება ონლაინ გაკვეთილებს.

ის ამბობს, რომ სადმე აუცილებლად უნდა ეპოვნა ინტერნეტი და საბოლოოდ ერთ-ერთ კაფესთან მიაგნო, რომელიც ამჟამად დაკეტილია. ირკვევა, რომ მეპატრონემ მას რამდენჯერმე კარიც გაუღო, რათა წვიმასა და სიცივეში გარეთ არ მჯდარიყო.

ადგილობრივების თქმით, ბიჭი დილის 08:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე ტროტუარზე ზის, გვერდით სკოლის ჩანთა უდევს და ტელეფონის საშუალებით უსმენს მასწავლებელს.

onalem

ტესტ