fbpx
საბერძნეთი

“გაზაფხულამდე მხოლოდ კარანტინი გადაგვარჩენს, ეს არის ერთადერთი გზა” – ნიკოს სიფსასი საბერძნეთში არსებულ მდგომარეობაზე

ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, ნიკოს სიფსასის განცხადებით, საბერძნეთში ვითარება არ სტაბილურდება ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო და კარანტინს არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც მარტში ჰქონდა, ვინაიდან გასულ გაზაფხულზე სიტუაცია სრულიად სხვაგვარი იყო.

“როგორც კი კარანტინი მოიხსნება, საზოგადოება მოძრაობას დაიწყებს და გადაადგილება იქნება შესაძლებელი, ვირუსი იმ დღიდანვე დაიწყებს კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას, ვიდრე ეს ახლა ხდება. ამის შედეგებს კი ვნახავთ გახსნიდან ზუსტად ორ კვირაში. 

სწორედ ამიტომ, არც ისე ადვილია, ვისაუბროთ ყველაფრის გახსნაზე, განსაკუთრებით ბარებისა და ღამის კლუბების, რადგან გართობა არის ვირუსის “სუპერგამავრცელებელი”.

ჩვენი მიზანი არ არის ყველაფრის დახურვა და ასე შენარჩუნება, ჩვენი მიზანია, დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა და საშუალება, რომლითაც გაზაფხულამდე კორონავირუსთან ბრძოლა შეიძლება, არის კარანტინი. მოსახლეობას კი, SMS-ის საშუალებით გადაადგილებისას მრავალი არჩევანი აქვს.

მინდა ყველას ვთხოვო, რომ ბოროტად ნუ გამოიყენებენ SMS-ის კატეგორიებს და ტყუილად ნუ გააგზავნიან რომელიმე ციფრს, რათა რომელიმე მეგობრის სახლში შეიკრიბონ.

თუ ასე გაგრძელდაბ, სავარაუდოდ, თავიდან ვერ ავიცილებთ “აკორდეონის” პრინციპით ჩაკეტვებს, ანუ პერიოდულ კარანტინს მთელი ზამთრის მანძილზე, ვიდრე გაზაფხულზე ვაქცინაცია დაიწყება,” განაცხადა პროფესორმა.

 

onalem

ტესტ