fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ავტობუსის მძღოლმა ჩანთა, რომელშიც 5000 ევრო იდო იმიგრანტს დაუბრუნა

“ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რომ რაც ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნის,” ეს არის დევიზი, რომლითაც ΚΤΕΛ-ის ავტობუსის მძღოლი ცხოვრობს. მან ავტობუსში, რომელსაც მართავდა, იპოვა ჩანთა, რომელშიც 5, 500 ევრო და საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტები იდო. მან ის პატრონს ხელუხლებლად დაუბრუნა.

3 მარტს 44 წლის მძღოლს შეატყობინეს, რომ ორი ავღანელი მიგრანტი ჩანთას ეძებდა, რომელიც, მათი ვარაუდით, ავტობუსში დაკარგეს.

“მე შევჩერდი და ჩანთის ძებნა დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსში ბევრი ხალხი იყო. მე ის ვერ ვიპოვე.

შემდეგ, როდესაც დანიშნულების ადგილას მივედი და მგზავრები ჩავიდნენ, ძებნა გავაგრძელე. უკვე იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც სკამებს შორის დავინახე. ის დიდი საფულის ზომის იყო,” ამბობს მძღოლი.

44 წლის მამაკაცმა საფულე, რომელშიც 5, 500 ევრო და ბინადრობის ნებართვა იდო, პოლიციის განყოფილებაში მიიტანა, საიდანაც ავღანელი მიგრანტები მოძებნეს და კუთვნილი ნივთები დაუბრუნეს.

onalem

ტესტ