fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

“მარტსა და აპრილში მსხვერპლს კიდევ უნდა ველოდოთ”- პროგნოზი ღორის გრიპის შესახებ საბერძნეთში

საბერძნეთის მედიკოსთა გაერთიანების პრეზიდენტი მედიასთან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს. საუბარია ღორის გრიპის ეპიდემიაზე, რომელმაც ამ სეზონზე ქვეყანაში პიკს მიაღწია. გაჩნდა კითხვა, როდის მოეღება ბოლო ეპიდემიის აქტიურობას?!

მათი ინფორმაციით, ფენომენი მარტის თვეშიც შენარჩუნდება და შესაძლოა აპრილშიც გადავიდეს.

“ამინდისა და თვითონ ეპიდემიის ხასიათიდან გამომდინარე, მარტში და აპრილში ძალიან ბევრი შემთხვევა გვექნება, შესაძლოა იყოს მსხვერპლიც. ამ დროისთვის 2.5 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებმა, სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.

ვაქცინირებულთა 70%-ს საფრთხე არ ელის, ხოლო 30%-ს შესაძლოა მცირე გართულებები ჰქონდეს, რაც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.”

onalem

ტესტ