fbpx
საზოგადოება

კატო პატისია: მღვდელმა კორპუსის მაცხოვრებელთა კრებაზე ორი ქალი სცემა და თმით ითრია

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქალბატონი სასულიერო პირს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

არსებული ცნობებით, შემთხვევა კორპუსის მაცხოვრებელთა ტიპიურ შეკრებაზე მოხდა, სადაც განიხილავდნენ კორპუსში ჩასატარებელი სამუშაოებისა და დავალიანებების საკითხებს. სწორედ იქ იმყოფებოდა მღვდელიც, რომელიც ერთ-ერთი ბინის მფლობელია კორპუსში და მოითხოვა, რომ გასაჯაროვებულიყო იმ ადამიანთა ვინაობა, ვისაც საერთო გადასახადი არ ჰქონდა დაფარული.

ორი ქალბატონი, რომელიც აღნიშნულ გადასახადებს არეგულირებს და მაცხოვრებლებს ურიგებს, უარზე იყო, რომ ამ ადამიანთა სახელები და გვარები გაესაჯაროვებინა, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება პირადი მონაცემების დაცვის კანონს. სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა სასულიერო პირი და ქალებს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ირკვევა, მან არა მხოლოდ ერთხელ დაარტყა, არამედ მთელ სხეულზე შეუჩერებლად სცემდა და ტელეფონიც კი დაუმტვრია, რომელსაც ფეხებით შესდგა. გარდა, ამისა, მეორე ქალბატონი თმით ითრია. იქ მყოფები მღვდლის შეჩერებას ცდილობდნენ, მაგრამ ხელიდან უსხლტებოდა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს და საბოლოოდ დააკავეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სასულიერო პირმა შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მისულ ოფიცრებსაც.

onalem

ტესტ