fbpx
საბერძნეთი

“საზღვარგარეთის დიპლომების აღიარება 2 წლის ნაცვლად 60 დღეში, ნაკლები ხარჯით” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის განცხადების მიხედვით, უცხოეთში აღებული დიპლომების საბერძნეთში აღიარების პროცესი მაქსიმალურად მცირდება და დაკავშირებულია გაცილებით ნაკლებ ხარჯთან, ვიდრე ეს აქამდე იყო.

“მცირე და თამამი ცვლილებები ქმნის აყვავებული საბერძნეთის დიდ სურათს. ამის კარგი დასტურია სახელმწიფო ორგანოს,  ΔΟΑΤΑΠ-ის (დიპლომების აღიარების სამსახური) წარმატებული მუშაობა, რომელიც 60 დღეში დაასრულებს დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით შესული განაცხადების დამუშავების პროცესს. აქამდე უცხოური დიპლომის აღიარებას 2 წელი მაინც სჭირდებოდა, ახლა კი, მსურველს შედეგი ხელში 60 დღეში ექნება და ამასთანავე დაკავშირებული იქნება 20%-ით ნაკლებ ხარჯებთან, ვიდრე ადრე.

ამრიგად, იხურება ათწლეულების მანძილზე არსებული ჭრილობა, რომელმაც დააზარალა ათასობით კურსდამთავრებული და მათი ოჯახები. ჩვენს მეცნიერებას წაართვა ახალი თაობა და ადამიანებს სამუშაო შესაძლებლობები. სულ რაღაც 4 თვეში განახლებულმა სამსახურმა დაამუშავა ყველა ძველი განაცხადი და 4.000 დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ეს ყველაფერი ნიშნავს ნაკლებ ლოდინს და ნაკლებ ხარჯს, ეს კიდევ ერთი სტიმულია ბერძენი მეცნიერებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად. მინდა მადლობა გადავუხადო ΔΟΑΤΑΠ-ის ყველა თანამშრომელსა და მათ პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის. საბერძნეთი წინ მიიწევს და სიმაღლისკენ ისწრაფვის,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ