fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრში გზები იკეტება – მსვლელობა, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას შეზღუდავს

“პოლიტეხნიოს” 49-ე წლისთავთან დაკავშირებული მსვლელობის გამო, რომელიც ნელ-ნელა დაიწყება, ათენის ცენტრალური გზები იკეტება და ამ დროისთვის საგზაო პოლიცია გასცემს მითითებებს, რომ შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

ამ ეტაპზე უკვე დაკეტილია პატისიონის ქუჩა, ალექსანდრას გამზირი და ასევე, უნივერსიტეტის ქუჩა (პანეპისტიმიუ). რამდენიმე წუთში მოსალოდნელია მთავარი მსვლელობა დაიწყოს ამერიკის საელჩოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათის შემდეგ დაიკეტება სამი მეტროსადგურიც: “მეღარო მუსიკის”, “ევანგელისმოს” და “სინდაღმა” (ბოლო ორი დაიკეტება 16:30 საათიდან) და ამ სადგურებში მატარებლები გაჩერების გარეშე ჩაივლიან.

onalem

ტესტ