fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამერიკელი წყვილი უკვალოდ გაქრა – ისინი ბოლო წლები ცხოვრობდნენ მესინიაში

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, მესინიაში, ამერიკელი ცოლ-ქმარი გაუჩინარდა, რის გამოც ამოქმედდა Silver Alert.

როგორც ირკვევა, მოხუცები ბოლოს თებერვლის დასაწყისში ნახეს და მას შემდეგ მათი კვალი გაქრა. პოლიციას შეატყობინა ქალბატონმა, რომელიც მათ ყურადღებას აქცევდა, ვინაიდან რამდენიმე დღის მანძილზე არაფერი სმენოდა მათგან, ხოლო როდესაც სახლში მიაკითხა, არ დახვდნენ.

ამასთანავე, ქალმა აღმოაჩინა, რომ გამქრალი იყო მათი მანქანაც. მან მაშინვე შეატყობინა მოხუცების ქალიშვილს, რომელიც ამერიკაში იმყოფება და არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მშობლების ადგილსამყოფელის შესახებ.

პოლიცია 80 წლის ქალისა და 83 წლის მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოძიებას აწარმოებს, არ გამორიცხავენ არც კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობას.

onalem

ტესტ