fbpx
საბერძნეთი

20.000 ევროიანი ჯარიმა და “ბოქლომი” 2 თვით – მიკონოსის პრესტიჟული ბარი კორონავირუსის “ბუდედ” იქცა

მიკონოსის ერთ-ერთი პრესტიჟული ბარი, Allemagu, კორონავირუსის “ბუდედ” იქცა – სწორედ ასე ახასიათებენ ექსპერტები სიტუაციას, რომელიც კოსმოპოლიტურ კუნძულზე დაფიქსირდა და დარღვევები ხელმძღვანელობას საკმაოდ ძვირად დაუჯდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ ბარში არ იცავდნენ არანაირ წესებს, რომლებიც გაცემულია არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. Allemagu-ში ფიქსირდებოდა ხალხის წარმოუდგენელი რაოდენობა ერთად, არანაირი დისტანცია და მიღებული ზომების გათვალისწინება.

ირკვევა, რომ ბარი 20.000 ევროთი დააჯარიმეს და 60 დღით “ბოქლომი” დაედება ანუ მუშაობა შეუჩერდება.

აუდიტის თანამშრომლები კონტროლს ყოველდღიურად აწარმოებენ, ვინაიდან საბერძნეთის მთავრობის მთავარი მიზანი ახლა ის არის, რომ ტურისტულმა სეზონმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, მიკონოსზე არსებული სიტუაცია კი არის ზუსტად ის, რაც ამ ყველაფერს პირდაპირ შეუშლის ხელს.

 

onalem

ტესტ