fbpx
საზოგადოება

“2 წუთით და 34 წამით ადრე მივიდა, მჟავით ხელში, არსებობს კადრები” – პოლიციის მთავარი ხელჩასაჭიდი

ტატიანა სტეფანიდუს გადაცემის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციას აქვს “სუფთა” კადრები, თუ როგორ მიდის შავებში შემოსილი ქალი იოანა პაპასპირუს სამსახურთან და ხელში მჟავა უკავია.

ირკვევა, რომ ის იოანას გამოჩენამდე 2 წუთითა და 34 წამით ადრე მივიდა შენობასთან და კარგად მოემზადა, რომ მისთვის სახეში მჟავა შეესხა. მისი მოძრაობა ასახულია მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის საშუალებით და ეს არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც შემდეგ იქაურობა ტაქსის საშუალებით დატოვა.

“მას ეკეთა ხელთათმანები, ეცვა შავები, ატარებდა ნიღაბს და დიდ შავ სათვალეს. შეიძლება ეკეთა პარიკიც. მე არ შემიძლია ის ზუსტად აღვწერო, რადგან, ასე ვთქვათ, კარგად იყო შენიღბული. მე ის რამდენჯერმე ავიყვანე მეტსის ტერიტორიიდან და ყოველ ჯერზე ასე ეცვა, როგორც უკვე ვთქვი,” ამბობს ტაქსის მძღოლი.

ამრიგად, ირკვევა, რომ ქალი იოანას სამსახურთან რამდენიმე დღის მანძილზე დადიოდა და იქაურობას “სწავლობდა”, რომ დანაშაული კარგად დაეგეგმა.

იხილეთ გადაცემა დეტალურად:

onalem

ტესტ