fbpx
საბერძნეთი

ხვალ ტემპერატურის მატება საბერძნეთში – როგორი ამინდი გველის უქმე დღეს?!

2020 წლის 8 ივნისს, სულიწმინდის დღეს, საბერძნეთში სინოპტიკოსები მცირე მოღრუბლულობას გვპირდებიან, თუმცა, როგორც ჩანს, ჰაერის ტემპერატურა იმატებს.

კერძოდ, meteo.gr-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია 12 გრადუსიდან 31 გრადუსამდე, 13-დან 33 გრადუსამდე ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში, 13-დან 30 გრადუსამდე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ხოლო 17-დან 32 გრადუსამდე კრეტასა და კიკლადესის კუნძულებზე. 18-დან 29 გრადუსამდე გათბება ჰაერი აღმოსავლეთ ეგეოსისა და დოდეკანესის კუნძულებზე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ხვალ ნავარაუდევია მზიანი ამინდი და მცირე მოღრუბლულობა, ჰაერი კი 19-დან 32 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში სინოპტიკოსები მცირე მოღრუბულობას ვარაუდობენ, რომელიც შუადღის შემდეგ შედარებით ინტენსიური გახდება. ტემპერატურა 18-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ხვალ უქმე დღეა და საზოგადოების უმეტესი ნაწილი სამსახურიდან ისვენებს.

onalem

ტესტ