fbpx
საზოგადოება

“იოანას დღის სინათლეზე გამოსვლა არ შეუძლია, ფსიქოლოგიურად განადგურებულია” – აპოსტოლოს ლიტრას

იოანა პალიოსპირუს მდგომარეობა კვლავ მძიმეა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური კუთხით. როგორც უკვე ცნობილია, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მჟავით სახის 93% დაუწვეს, მუდმივად პლასტიკურ ნიღაბს ატარებს.

მედიასთან მისმა ადვოკატმა, აპოსტოლოს ლიტრასმა ისაუბრა:

“იოანას მიმართ ჩადენილი ქმედება წარმოუდგენელი დანაშაულია. ამ ყველაფერმა მთელი ქვეყანა შეძრა და პრინციპში, საზღვრებს გარეთაც გააღწია. ვფიქრობ, რომ თავდამსხმელი ქალი იოანას მოკვლას აპირებდა, დიდი ხნის მანძილზე უთვალთვალებდა და მისი ცხოვრების განადგურება ჰქონდა განზრახული.

იოანა ფსიქოლოგიურად ცუდად არის, დღის სინათლეზე გამოსვლა არ შეუძლია. ასეთი ლამაზი გოგონა იყო…” ამბობს ლიტრასი.

შეგახსენებთ, რომ პალიოსპირუს უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და წინ რეაბილიტაციის დიდი გზა აქვს.

onalem

ტესტ