fbpx
საზოგადოება

შემდეგ კვირაში ახალი მითითებები პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით – რაზეა საუბარი?!

დღეს საღამოს, ნიკოს ხარდალიასთან ერთად, საგანგებო გამოსვლის დროს ვანა პაპაევანგელუმ საჯაროდ განაცხადა, რომ მთავრობის მაგიდაზე მართლაც დევს ორმაგი პირბადის ტარების ვალდებულების დაწესება.

პროფესორის განცხადებით, მომდევნო კვირაში გაკეთდება ოფიციალური განცხადებები და გაიცემა მითითებები, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე ექსპერტთა საბჭო საკითხს სიღრმისეულად განიხილავს და გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მოსახლეობას მიეცემა რეკომენდაციები და მითითებები, საჭირო იქნება თუ არა ორი პირბადის ტარება.

“პირბადე უნდა იყოს სწორად გამოყენებული და კარგი ხარისხის, სქელი ქსოვილისგან შეკერილი, იმისთვის, რომ დაგვიცვას.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ხშირად ოჯახის წევრებისგან ვავადდებით და არა უცნობი ადამიანებისგან. სწორედ ამიტომ, კარგად დაფიქრდით, ვის უშვებთ სახლში და ვისთან გაქვთ ახლო კონტაქტი, დისტანციის გარეშე.

ამ დროისთვის ექსპერტთა საბჭო არ მოგვიწოდებს, რომ ვატაროთ ორი პირბადე, მაგრამ საკითხის დამუშავების შემდეგ, მომდევნო კვირაში, გაიცემა ახალი მითითებები,” თქვა ვანა პაპაევანგელუმ.

onalem

ტესტ