fbpx
საზოგადოება

ნაქსოსის აეროპორტი დაიხურა – თვითმფრინავი, 47 მგზავრით, თხრილში ჩავარდა

გუშინ ნაქსოსის აეროპორტში სერიოზული უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. თვითმფრინავი, რომელსაც 47 ადამიანი გადაჰყავდა, თხრილში ჩავარდა. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ პილოტებმა აფრენისას, გარკვეული მანევრის შესრულებისას კონტროლი დაკარგეს და შედეგად თვითმფრინავი თხრილში ჩავარდა და გაჩერდა.

დაზუსტებული ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა, თუმცა, აეროპორტი მცირე ხნით დაიხურა.

ადგილზე მობილიზდა სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფი და ინციდენტთან დაკავშირებით ყველანაირი დეტალის გამოძიება მოკლე დროში მოხდება.

თვითმფრინავი ნაქსოსიდან ათენში უნდა გამოფრენილიყო, თუმცა, მგზავრები პირეოსისკენ გემით გამოამგზავრეს.

როგორც ცნობილია, აეროპორტმა მუშაობა დღეს დილას განაახლა და დილის 06:00 საათზე დღის პირველი რეისიც შეასრულა.

onalem

ტესტ