fbpx
საზოგადოება

დღის შოკი საბერძნეთში: ქვირითის დასაყრელად ნაპირზე გამოსული თევზი ქვებით მოკლეს

ვიდეოს, რომელიც ხალკიდადან გავრცელდა, გარემოს დამცველთა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროს, როდესაც ხალხი ზღვაში ბანაობდა, სანაპიროსთან ძალიან ახლოს გამოჩნდა თევზის სახეობა, შიმშერი, რომელსაც წაგრძელებული, მახვილი ცხვირი აქვს.

დამსვენებლები თავიდან პანიკაში ჩავარდნენ, რადგან ზვიგენი ეგონათ, თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ ეს შიმშერი იყო. მიუხედვად ამისა, ისინი არ გაჩერდნენ და ზოგი მის დაჭერას ცდილობდა, ზოგმა კი ქვები დაუშინა, რის შედეგადაც თევზი დაიღუპა.

მდედრი შიმშერი სანაპიროსთან იმის გამო გამოვიდა, რომ ქვირითი უნდა დაეყარა, ამას ისინი ძირითადად ივნის-ივლისში აკეთებენ, იქ მყოფებმა კი ამ მდგომარეობაში მყოფი, ადამიანისთვის სრულიად უვნებელი  თევზი წამებით მოკლეს.

შიმშერის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ჯერ არასოდეს დაფიქსირებულა. ამ შემთხვევაში კი, თევზი მათგან თავის დახსნას ცდილობდა.

onalem

ტესტ