fbpx
პოლიტიკა

“მოსახლეობა საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში 112-დან SMS-ს მიიღებს”- კირიაკოს მიცოტაკი

საბერძენთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ქვეყნის ციფრული პოლიტიკის მინისტრთან ერთად ახალ განცხადებას აკეთებს.

კერძოდ, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა ცხადდება, თუმცა, ამის შესახებ მოსახლეობის თითოეული წევრის ინფორმირება ვერ ხერხდება. ამის კარგი მაგალითია მატის ხანძარი, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ რეალური საფრთხის შესახებ. სწორედ ამიტომ, მიცოტაკი აცხადებს, რომ ერთ თვეში მოგვარებული იქნება საკითხი, რომ საბერძნეთში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა მიიღოს SMS 112-დან იმის შესახებ, თუ რა ხდება იმ მომენტისთვის ქვეყანაში.

ცხადია, ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც ფიქსირდება რაიმე ბუნებრივი კატასტროფა ან იქმნება საგანგებო სიტუაცია, რა დროსაც საჭიროა მოსახლეობასთან ინტენსიური კონტაქტი.

“ვერ შევეგუები, რომ დაიღუპონ ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ხერხდება მათი ინფორმირება, ამ ყველაფრის მონიტორინგს და კონტროლს პირადად ვიღებ საკუთარ თავზე. ერთ თვეში ტელეფონზე SMS-ს, რაიმე არსებული საფრთხის შესახებ, თითოეული მოქალაქე მიიღებს,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

onalem

ტესტ