fbpx
საზოგადოება

კრეტა: საკუთარი მიცვალებული ვერ იცნეს და დაკრძალვის ცერემონია შეწყვიტეს

საბერძნეთისთვის არც ისე უცნაური შემთხვევა დასავლეთ ირაკლიოში, ერთ-ერთ ტაძარში მოხდა, სადაც 65 წლის მამაკაცის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა. თუმცა, ეს მხოლოდ ოჯახის ილუზია აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, როცა ეკლესიაში გარდაცვლილის სასახლე გახსნეს, ახლობლებმა მამაკაცი ვერ იცნეს და მიხვდნენ, რომ მიცვალებული აერიათ. იქ სრულიად უცხო ადამიანი იწვა, თუმცა მათი ნათესავის ტანსაცმელში იყო შემოსილი… სწორედ ამიტომ, ცერემონია შეწყვიტეს.

ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდნენ, სადაც გაარკვიეს, რომ შემთხვევით სხვა გარდაცვლილი გაატანეს, ხოლო მათი ოჯახის წევრის ცხედარი ჯერ კიდევ იქ ესვენა.

დაკრძალვა აღნიშნული ინციდენტის გამო საკმაოდ გვიან ჩატარდა.

 

onalem

ტესტ