fbpx
საზოგადოება

“ნახევარ საბერძნეთში შესაძლოა რთული შაბათ-კვირა გვქონდეს” – ბერძენი სინოპტიკოსების პროგნოზი

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომელიც შაბათ-კვირას ეხება. მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარიშხალმა ხალკიდიკი გაანადგურა, სინოპტიკოსები კიდევ ვარაუდობენ, არა ზუსტად ასეთი, თუმცა, საკმაოდ მძლავრი ფენომენი დაატყდება თავს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილს.

ამინდი დროებით გაუარესდება ცენტრალურ საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოსალოდენლია წვიმა და ქარი.

რეგიონები, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მოსახლეობას, შემდეგია: ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, ცენტრალური და აღმოსავლეთ მაკედონია, შაბათს ღამიდან კვირას დილამდე, თესალია, სპორადესის ჩრდილოეთი ნაწილი, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები.

იანის კალიანოსი იუწყება, რომ წვიმა სამშაბათამდე გასტანს, თუმცა, განსაკუთრებით ყურადღებით მაკედონიის ჩრდილოეთით უნდა იყვნენ და ის მოუწოდებს მოსახლეობას, პრობლემების შემთხვევაში, აუცილებლად დარეკონ სახანძრო სამსახურში.

“ხვალიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. გირჩევთ, რომ საბერძნეთის ჩრდილოეთით მცხოვრებმა მოსახლეობამ თავი შეიკავოთ არასაჭირო გადაადგილებისგან. მოდით, ვიყოთ ფრთხილად! ასე თავიდან ავიცილებთ ზედმეტ ინციდენტებს,” განაცხადა სახანძრო სამსახურის უფროსმა, სპიროს ვარსამისმა.

onalem

ტესტ