fbpx
საზოგადოება

კრეტა: მძღოლმა 15 წლის ბიჭი ავტობუსიდან ჩასვა, რადგან ბილეთზე 10 ცენტი დააკლდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კუნძულ კრეტაზე, ხანიაში მოხდა. 15 წლის ბიჭმა თავისი სპორტის გაკვეთილი 12:30 საათზე დაასრულა და დარაცოს ტერიტორიიდან პლატანიაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც მამას მაღაზიაში გარკვეული სამუშაოს შესრულებაში უნდა დახმრებოდა.

მას ჯიბეში 2.10 ევროს ნაცვლად, 2 ევრო აღმოაჩნდა, რადგან მანამდე მოზარდმა წყალი იყიდა და სწორად ვერ გათვალა, თუ რამდენი დასჭირდებოდა სამგზავროდ. როცა ΚΤΕΛ-ის ავტობუსი აიყვანა, მძღოლმა უთხრა, რომ ვერ წაიყვანდა, რადგან ბილეთის საყიდლად 10 ცენტი აკლდებოდა და ამის გამო ავტობუსიდან ჩასვა მანამდე, ვიდრე პლატანიას მიაღწევდნენ.

არცერთ მგზავრს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონია.

ბიჭი სრულიად მარტო დარჩა და ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა.

როგორც კი მისმა მამამ ინციდენტის შესახებ გაიგო, ΚΤΕΛ-ში დარეკა და მოითხოვა ხელმძღვანელს გასაუბრებოდა და მას დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად დაუკავშირდებოდნენ, თუმცა, ცხადია, მას შემდეგ მამაკაცთან არავის დაურეკავს.

onalem

ტესტ