fbpx
საზოგადოება

კრეტა: სკოლის მოსწავლე გოგონამ სკოლაში ჰაშიში მოწია და გონება დაკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.

როგორც პოლიცია იუწყება, მოსწავლე გოგონამ თანაკლასელთან ერთად ჰაშიში მოწია და რამდენიმე ხანში გონება დაკარგა. მასწავლებელი თავიდანვე მიხვდა, რომ ის თავს კარგად არ გრძნობდა და ჰკითხა, თუ რა მოხდა. საბოლოოდ მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის საქმეს აგიოს ნიკოლაოსის პოლიცია და დაცვის განყოფილება იძიებს. ოფიცრები ცდილობენ დაადგინონ, თუ საიდან მოხვდა ნარკოტიკული საშუალება გოგონას ხელში.

ვარაუდობენ, რომ კრიმინალური დაჯგუფება ჰაშიშს არასრულწლოვნებზე სკოლის ტერიტორიაზე მალულად ყიდის.

 

onalem

ტესტ