გადაკეტილი პანეპისტიმიუ: ათენის ცენტრში ხალხის რაოდენობა იმატებს
ათენის ცენტრში ხალხის რაოდენობა სწრაფად იმატებს. ამ დროისთვის გადაკეტილია პანეპისტიმიუს ქუჩაც.
დაკეტილია სამი მეტროსადგური: ომონია, სინდაღმა, პანეპისტიმიუ. აღნიშნულ სადგურებში მატარებელი გაჩერების გარეშე გაივლის.
აქციის ფარგლებში მობილიზებულია პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა.
დემონსტრანტების ნაწილი სინდაღმაზე დილიდან არის შეკრებილი.
ათენში მოსახლეობა თესალონიკიდან ჩამოდის და ცენტრისკენ მიემართება.