fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ირაკლიოში: მამაკაცმა მოტოციკლი შუქნიშანზე გააჩერა, უეცრად ხე დაეცა და გარდაიცვალა

კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია. გარდაცვლილია 50 წლის მამაკაცი, რომელიც წესების დაცვით მოძრაობდა თავის გზაზე, შემდეგ შუქნიშანზე გააჩერა და უეცრად ხე დაეცა ზედ.

როგორც ირკვევა, იქ მყოფები ხედავდნენ, რომ ხე ვარდებოდა, რადგან ასფალტმაც კი განიცადა დეფორმაცია, შესაბამისად, მამაკაცს უყვიროდნენ, რომ იქაურობას გასცლოდა, მაგრამ ვინაიდან შლემი ეხურა, ვერაფერი გაიგო, რამდენიმე წამში დიდი ხე დაეცა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც მედია იუწყება, ირაკლიოში კიდევ არის რამდენიმე ხე, რომელიც საკმაოდ სახიფათოა საგზაო მოძრაობის თვალსაზრისით და აუცილებელია, რომ ადგილობრივმა მერიამ ყურადღება გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ