fbpx
საზოგადოება

მეფე კონსტანტინო საავადმყოფოში მოათავსეს – მისი მდგომარეობა უმძიმესია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეფე კონსტანტინო ბოლო რამდენიმე საათია, რაც საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ირკვევა, მას გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და გადაადგილების შეუძლებლობის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა და აუცილებელი გახდა ჰოსპიტალიზაცია. ამ ეტაპზე ექიმები მის მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ მეფე კონსტანტინო ბოლოს საზოგადოებაში 2022 წლის 19 ოქტომბერს გამოჩნდა, მეუღლესთან და დებთან ერთად. ისინი სასადილოდ იმყოფებოდნენ და მედიის ობიექტივმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც ცნობილ რესტორანს ტოვებდნენ.

მეფე სავარძელში იჯდა, თუმცა, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, დღესდღეობით კი, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად არის გაუარესებული.

onalem

ტესტ