fbpx
საზოგადოება

“პადელი მძღოლის გვერდით დაჯდა, მე დავეხმარე” – სკანდალური ჩვენება, რომელმაც მომღერლის გარდაცვალების საქმე ყირაზე დააყენა

ბერძნული მედია მოიცვა სკანდალურმა ჩვენებამ, რომელიც პადელი პადელიდის ტრაგიკულ გარდაცვალებას უკავშირდება. ერთ-ერთი მიმტანი, რომელიც იმ სახლში იმყოფებოდა, საიდანაც პადელი, ფროსო კირიაკუ და მინა არნაუტი საბედისწერო დილას წავიდნენ, ამბობს, რომ მომღერალი მძღოლის სავარძელზე არ დამჯდარა.

“იმ სახლში ვიმყოფებოდი, სადაც თამაშობდნენ. მიმტანი ვიყავი და ხალხისთვის სასმელი მიმქონდა. პადელი პოკერს თამაშობდა და ეტყობოდა, რომ ძალიან ნასვამი იყო. დაახლოებით დილის 07:30 საათზე სამივე ადგა და წასვლა დააპირა.

პადელიდი იმდენად ნასვამი იყო, რომ რაღაც მომენტში სიარულისას დაეცა, მე დავეხმარე და მანქანამდე მივიყვანე. ის მძღოლის გვერდითა სავარძელზე დაჯდა, მძღოლის სავარძელზე ფროსო იყო, ხოლო მინა უკან ჩაჯდა. ამის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ეს ყველაფერია, რაც ვიცი, თუმცა, აქამდე არავის უთხოვია, ჩვენება მიმეცა.

გასულ ოქტომბერში ოჯახის ადვოკატმა, ბატონმა ლიტრასმა დამირეკა და შევხვდით. მაჩვენა ფოტო, რომ იმ სახლში მეც ვიმყოფებოდი და მთხოვა, რომ ჩვენება მიმეცა. მეც ყველაფერი ვთქვი, რაც ვიცოდი,” აცხადებს 50 წლის მამაკაცი.

ოქროს მოწმემ აღნიშნული ჩვენება 3 დეკემბერს მისცა, ხოლო ახლა, ფროსო კირიაკუს მოუწევს პროკურატურაში გამოცხადება, რათა თავადაც მისცეს ჩვენება. მას ვადა სამშაბათამდე აქვს.

onalem

ტესტ