fbpx
საზოგადოება

შეიხი ქმარი 31 წლის აფროდიტი ბარბას ციხეში გამომწყვდევას ცდილობს? – მოდელს ალექსის კუგია იცავს

31 წლის აფროდიტი ბარბა ჯერ ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბერძნული მედიის ცნობით, მოდელს ალექსის კუგია იცავს და ამტკიცებს, რომ გოგონა სრულიად უდანაშაულოა, კოკაინი კი მის მანქანაში განზრახ ჩადეს.

ადვოკატი აშკარად საუბრობს ბარბას ყოფილ ქმარზე, რომელიც არაბი შეიხია და დიდ ქონებას ფლობს. მისი განმარტებით, შეიხს იმხელა შესაძლებლობები და გავლენა აქვს, რომ თავისუფლად შეეძლო ყოფილი ცოლისთვის მსგავსი მახის დაგება, რადგან მასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ემუქრებოდა კიდეც. გარდა ამისა, შეიხი ცდილობს, რომ მათ საერთო შვილზე, პატარა გოგონაზე მეურვეობა თავად მიიღოს და ბავშვი დედას ჩამოშორდეს.

ყველაფერ აღნიშნულიდან გამომდინარე, კუგია აბსოლუტურად დასაშვებად მიიჩნევს გამოძიების მხრიდან მსგავსი სცენარის განხილვას.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოდელის ძვირადღირებული მანქანის სავარძლების ქვეშ 35 გრამი კოკაინი აღმოუჩინეს, ჩვენებით კი, საკუთარი უდანაშაულობა ჯერჯერობით ვერ დაამტკიცა.

onalem

ტესტ