fbpx
საზოგადოება

მიკონოსზე ფასები კიდევ უფრო იზრდება – სტეიკი 385 ევრო, გირო 7.20 ევრო…

ქარების კუნძული ნელ-ნელა შორდება იდეას, რომ მოკვდავ ადამიანს აქ რამდენიმე დღის გატარება შეუძლია. გასაგებია, რომ კოსმოპოლიტური და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული სიიაფით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რაც იქ უკვე მაისიდან ხდება, ნამდვილად გამაოგნებელია.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა მაღაზიებისა და რესტორნების მფლობელებმა თითქმის ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი გაზარდეს. კვლევებმა დაადასტურა, რომ მიკონოსი უპრეცენდენტოდ ძვირია არა მხოლოდ საშუალო კლასის ტურისტისთვის, არამედ უმდიდრესი მაგნატებისთვისაც კი, რომლებიც კუნძულს ხშირად სტუმრობენ და ფული მათთვის ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

საუბარი არ არის თანხის ოდენობაზე, რომელიც ადამიანს მიკონოსზე ჩასვლისას გააჩნია, არამედ იმაზე, თუ რატომ უნდა გადავიხადოთ 7.20 ევრო ერთ გიროში და დაახლოებით 800 ევრო იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე კერძს სამი ადამიანისთვის შეუკვეთავთ?!

როგორც ცნობილი გახდა, კუნძულის ტავერნაში სტეიკი 385 ევროს ღირებულებისაა.

ვრცელდება ქვითრების ფოტოები, რომლებსაც გაოგნებული ტურისტები ხშირად იღებენ, რათა შემდეგ საკუთარი პროტესტი დაასაბუთონ. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ამერიკელებმა 6 პორცია კალმარებში 800 ევრომდე გადაიხადეს, რესტორნისთვის ცუდად დასრულდა. ისინი საგადასახადო სამსახურმა შეამოწმა და დარღვევების ფონზე დააჯარიმეს.

 

onalem

ტესტ