fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

5 წლიანი პატიმრობა საბერძნეთში ხალხისგან ფულის უკანონო შეგროვების ბრალდებით

5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ბერძენ ქალსა და მის თანამზრახველ მამაკაცს, რომლებიც ხალხისგან ფულს აგროვებდნენ და იტყუებოდნენ, რომ შემოსული თანხა ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს” გადაეცემოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ აღნიშნული საქმიანობა ხუთი წლის წინ დაიწყეს და მას შემდეგ დადიოდნენ და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში თუ უბრალოდ, ქუჩაში, ხალხს თანხას სთხოვდნენ.

სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ქალს თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათი არცერთი წარმომადგენელი არც ქუჩაში და ზოგადად, ქვეყნის არცერთ სავაჭრო ცენტრსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თანხას არ ითხოვს, სწორედ ამიტომ, მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ნუ გაიღებენ ერთ ცენტსაც კი, თუკი ვინმე ეტყვის, რომ თანხას “ბავშვის ღიმილისთვის” აგროვებს.

ორგანიზაციაში თანხა მხოლოდ სპეციფიკური საბანო ანგარიშების საშუალებით ირიცხება, ყველა დანარჩენი კი, ვინც ფულს უშუალოდ ითხოვს, ამას თავისი ინტერესებისთვის იყენებს.

onalem

ტესტ