fbpx
საზოგადოება

“თვალი დავკარგე, სამ საავადმყოფოში წამიყვანეს და ადგილი არსად იყო” – ბეირუთის აფეთქების შედეგად დაშავებული ბერძენი ქალბატონი

ბეირუთში მომხდარი საზარელი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 5.000-ს აღწევს, ხოლო გარდაცვლილია მინიმუმ 135 ადამიანი. უსახლკაროდ დარჩენილია 100.000-150.000-მდე მოსახლე. როგორც უკვე ცნობილია, დაშავებულებს შორის არიან ბერძნებიც და ტელეკომპანია ΣΚΑΙ-მ შეძლო ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება.

ქალბატონი ანა არმაუ მუდმივად ბეირუთში ცხოვრობს და აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა. ის ჰყვება, რომ მისი სახლიც სრულიად განადგურებულია:

“მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. ქვემოთ დასისხლიანებული ჩამოვდიოდი. ყველაფერი განადგურებულია და სამ საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაგრამ ადგილი არსად იყო. ხალხი ქუჩებში გიჟივით დარბოდა,” ამბობს არმაუ.

როგორც ირკვევა, აფეთქების დროს ის სახლის ფანჯარასთან იდგა და შუშები სახეში შეეყარა. ჭრილობები აღენიშნება მთელ სხეულზე. ქალს გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის შემდეგ და როგორც ექიმები აცხადებენ, თვალის 80% დაზიანებული აქვს. მას ოპერაცია დასჭირდა იღლიის არეშიც.

“მე ძალიან მიყვარდა ლიბანი, მაგრამ ახლა დახმარება ჩემი სამშობლოსგან მჭირდება. მინდა დავბრუნდე საბერძნეთში,” ამბობს დაშავებული.

onalem

ტესტ