fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოხუც ქალს პენსია შეუწყდა, ხოლო ΕΦΚΑ-ში უთხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა

ეს დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული ამბავია… ბერძენ ქალს აგვისტოში შეუწყდა დაზღვევაც, პენსიაც და წვდომაც მედიკამენტებზე, რომლებიც მუდმივად სჭირდება. როცა სოციალური სადაზღვევო სამსახურის, ΕΦΚΑ-ს ფილიალს მიმართა, პრობლემის გამოსასწორებლად, უთხრეს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

დიახ, სწორად წაიკითხეთ, ქალი, რომელიც მათ წინაშე იდგა, გარდაცვლილად ჰყავდათ გამოცხადებული ივლისის თვიდან, შესაბამისად, შეწყვეტილი ჰქონდა პენსიის ჩარიცხვა, დაზღვევა გაუუქმდა და ვერ ყიდულობდა წამლებს შესაბამისი ფასდაკლებით. ΕΦΚΑ-ში მათ განუმარტეს, რომ გარდაცვალების შესახებ საჯარო რეესტრმა შეატყობინათ, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს.

შემდეგ დადგინდა, რომ ივლისის თვეში ნამდვილად გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ჰქონდა ზუსტად მისი სახელი და გვარი და მათი სოციალური დაზღვევის, ΑΜΚΑ-ს ნომრებიც თითქმის ემთხვეოდა, ანუ მხოლოდ ერთი ან ორი ციფრი თუ იყო განსხვავებული, შესაბამისად, შეცდომით მისი ΑΜΚΑ გატარდა და გარდაცვლილად გამოაცხადეს.

როგორც ΕΦΚΑ იუწყება, უმოკლეს დროში მოხდება ყველა შეუსაბამობის გასწორება და პენსიაც აღუდგება.

onalem

ტესტ