fbpx
საზოგადოება

ბერძნული MasterChef-ის ფინალისტის მამა საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

სამწუხარო ამბის შესახებ ბერძნული მედია აქტიურად იუწყება. სპირიდულა კარაბუტაკის ოჯახში, რომელიც საზოგადოებამ ბერძნული MasterChef-იდან გაიცნო და ყველას შეაყვარა თავი, ტრაგედია დატრიალდა. მისი მამა, 54 წლის ლეფტერის კარაბუტაკისი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ვოლოსში, კერძოდ, ნეა იონიაში მდებარე ბინის აივანზე დაიღუპა, დილის საათებში. როდესაც ის იპოვეს და ადგილზე სასწრაფო დახმარება მივიდა, უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.

მამაკაცი ნეა იონიაში განსაკუთრებულად უყვარდა ყველას. სპირიდულა კი, ვინც MasterChef-ის ეპიზოდებს უყურებდა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან მან საკუთარი ნიჭის წყალობით ფინალამდე მიღწევა შეძლო.

ინციდენტს ვოლოსის განყოფილება იძიებს, თუმცა, მამაკაცის გარდაცვალებას პათოლოგიური მიზეზებთან აკავშირებენ.

onalem

ტესტ