fbpx
საბერძნეთი

ხანძარი საბერძნეთში და ძლიერი ქარი, რომელიც მეხანძრეებს მუშაობაში ხელს უშლით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახაიას ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებს და მეხანძრეებს მუშაობაში განსაკუთრებით უშლით ხელს ქარი, რომელიც საბერძნეთში ბოლო ორი დღეა გაძლიერებულია.

ირკვევა, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილას გაჩნდა და იქ საწყობები მდებარეობს.

ადგილზე მუშაობს 42 მაშველი და 14 სახანძრო მანქანა. მათ ეხმარება 4 სახანძრო თვითმფრინავიც.

მოვლენების განვითარების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ