fbpx
ჯანმრთელობა

ის, რისიც ექსპერტებს ეშინოდათ – რამდენი შემთხვევა ფიქსირდება დღეს საბერძნეთში?!

როგორც რამდენიმე დღის წინ პროფესორი ხარალამბოს გოგოსი აცხადებდა, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთში ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი 50-მდე გაიზრდებოდა ყოველდღიურად, ეს ცუდის მანიშნებელი იქნებოდა. ირკვევა, რომ სწორედ დღეს, 9 ივლისს, ქვეყანაში 50 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

ცხადია, ეს არ ქმნის განგაშის საფუძვლებს, ვინაიდან არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო დღეებში, თუმცა, ფაქტია, რომ რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 50-დან “იმპორტირებულ” შემთხვევათა რიცხვი 27-ს უდრის, დანარჩენები კი ნაწილდება კავალაში, ხალკიდიკიში, ატიკაში, თესალონიკში, ქსანთისა და როდოპის ტერიტორიებზეც.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევების მატება უკავშირდება ტურიზმის ამოქმედებას, თუმცა, ხელისუფლება მოსახლეობას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან თვლის, რომ მთავარი საფრთხე სწორედ შიგნით არის და ის არ მომდინარეობს საზღვარგარეთიდან.

 

onalem

ტესტ