fbpx
ჯანმრთელობა

72 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვი 2.081-მდე გაიზარდა

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ვირუსით საერთო ჯამში 2.081 ადამიანია დაავადებული.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 93-ს უდრის, ბოლო 24 საათში კი 3 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 26 ქალია, ხოლო დანარჩენი მამაკაცები.

მართვით სუნთქვაზე 75 პაციენტია გადაყვანილი.

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა სტაბილურად მიმდინარეობს. სრული კარანტინია გამოცხადებული ლარისას ბოშათა დასახლებაში, სადაც 20-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსზე 37.344 ტესტია გაკეთებული.

 

onalem

ტესტ