fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“კარანტინში მყოფი ხალხის რიცხვი მცირდება, ნუ დავანგრევთ, რაც აქამდე ავაშენეთ” – ნიკოს ხარდალიას

ნიკოს ხარდალიასმა დღევანდელი გამოსვლისას მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოთმინებისა და ერთიანობის გამოჩენისაკენ. ბერძნები მსოფლიოსთვის ამ ეტაპზე სამაგალითოები არიან და ხარდალიასმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ეს სახე უნდა შეინარჩუნოს.

“ჩვენ ახლა კრიტიკულ კვანძში ვართ. ეპიდემიოლოგიური სურათის გარდა, რომელიც გვაქვს მოცემული, ყველაფერი მარგინალურია. მონაცემებს ყოველ 12 საათში ერთხელ ვიკვლევთ და სიფხიზლის დონე უნდა იყოს უმაღლესი. არ გვაქვს თვითკმაყოფილების დრო.

ლარისას ბოშების დასახლებაში გაკეთდა 462 ტესტი და აქედან 25 აღმოჩნდა დადებითი. 

შემოწმებები გრძელდება ცენტრალურ გზებზე, აეროპორტებსა და პორტებში. გუშინ ოთხი ფრენის შედეგად საბერძნეთში 214 ადამიანი შემოვიდა, კორონავირუსი მხოლოდ 1 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვი იკლებს. ამ დრომდე კარანტინში რჩება 5.500 ადამიანი. დარჩით სახლში, რათა არ დავანგრიოთ ის, რაც აქამდე ავაშენეთ.

დროა, გამოვიჩინოთ კიდევ უფრო მტკიცე თანმიმდევრულობა საერთო მიზნის მისაღწევად,” განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა.

onalem

ტესტ