fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ნასვამი ტურისტი ცარიელ აუზში გადახტა და მძიმედ დაშავდა

კრეტას საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით 20 წლის ტურისტი გადაიყვანეს, რომელსაც სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

როგორც ირკვევა, ჰოლანდიელი ტურისტი ხერსონისოს ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა, გასულ ღამეს მან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდა, ვერ შენიშნა, რომ სრულიად ცარიელი იყო და პირდაპირ თავით გადახტა.

20 წლის ბიჭმა სახისა და ხელების დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღით მოუწევს დარჩენა.

 

onalem

ტესტ